Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დღეს იერიში


ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დღეს იერიში მიიტანეს სამხრეთ ლიბანზე.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დღეს იერიში მიიტანეს სამხრეთ ლიბანზე.
დაიღუპა სულ ცოტა ხუთი ადამიანი. ლიბანის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა თქმით, რაკეტები მოხვდა ერთ-ერთ შენობას ქალაქ ნაბატიეში. დღეს ისრაელის ჯარებმა დატოვეს ღაზა. იქ ბრძოლებში ორი პალესტინელი დაიღუპა. პალესტინელ მეამბოხეებს ბრალს სდებენ ისრაელი მოსახლის მოკვლაში, რომლის გვამი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ჩრდილო ნაწილში იპოვეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მალაიზიაში ასეანის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე თქვა, რომ დაბრუნდება ახლო აღმოსავლეთში და შეეცდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ რაისი ახლო აღმოსავლეთში შაბათს ჩავა.

XS
SM
MD
LG