Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის, რუსეთის და არაბულ სახელმწიფოთა


ევროპის, რუსეთის და არაბულ სახელმწიფოთა ლიდერებმა დღეს მოწოდება გამოთქვეს,

ევროპის, რუსეთის და არაბულ სახელმწიფოთა ლიდერებმა დღეს მოწოდება გამოთქვეს,
ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიმეორა თავისი მოწოდება, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მყარი უნდა იყოს. დღეს 48 საათიანი პაუზის გამოცხადების მიუხედავად, ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთში ქვეითი ჯარის მხარდასაჭერად საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა ბოდიში მოიხადა უდანაშაულო ლიბანელი მოქალაქეების სიკვდილის გამო. ისინი ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ სოფელ ყანაში. მაგრამ ოლმერტმა თქვა, რომ ლიბანთან მომავალ დღეებში ზავი არ იქნება. სანამ ისრაელი არ განთავისუფლდება ჰიზბალაჰის მუქარისგან და მის მიერ გატაცებული ისრაელი ჯარისკაცები არ დაბრუნებულან შინ, ომი გაგრძელდება, თქვა მან.
XS
SM
MD
LG