Accessibility links

logo-print

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ოფიციალურად ჩაიბარა სამხრეთი


ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ოფიციალურად ჩაიბარა სამხრეთი ავღანეთში სამხედრო ოპერაციების მეთაურობა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ოფიციალურად ჩაიბარა სამხრეთი ავღანეთში სამხედრო ოპერაციების მეთაურობა
აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციისგან. ყანდაარში გამართულ ცერემონიაზე ნატოს ჯარების მეთაურმა ბრიტანელმა გენერალ-ლეიტენანტმა დევიდ რიჩარდსმა პირობა დადო, რომ სამხრეთი ავღანეთში სტაბილურობა და კეთილდღეობა მოვა. თავის განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ხოპ სხეფერმა ნატოს ოპერაციას ავღანეთში ალიანსის ყველაზე დიდი გამოწვევა უწოდა.

ავღანეთიდანვე იუწყებიან, რომ ჯალალაბადში, მეჩეთის მახლობლად, ბომბი აფეთქდა, რასაც, სულ მცირე 8 ადამიანის დახოცვა მოჰყვა. არაერთი იქ მყოფი დაშავდა. აფეთქება მოხდა ყოფილი მუჯაჰედის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრის დროს. პოლიციის ვარაუდით თავდასხმა მიმართული იყო გუბერნატორის წინააღმდეგ. თვით გუბერნატორი უვნებელი გადარჩა.
XS
SM
MD
LG