Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სულ ცოტა 40 ადამიანი


ერაყში სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა სამი აფეთქების შედეგად.

ერაყში სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა სამი აფეთქების შედეგად.
ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სულ ცოტა 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვრეპლა. ათეულობით დაიჭრა. ბაღდადის ჩრდილოეთით, ბეიჯისთან, ერაყის არმიის ბადრაგის გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 20 ჯარისკაცი. მანამდე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ქალაქ მუყდადიაში, ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამ აფეთქებას სულ ცოტა ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ ბასრაში კი ნაღმსატყორცნებით იერიშისას დაიღუპა ბრიტანეთის ერთი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG