Accessibility links

logo-print

ისრაელი აფართოებს სახმელეთო ოპერაციას სამხრეთ


ისრაელი აფართოებს სახმელეთო ოპერაციას სამხრეთ ლიბანში.

ისრაელი აფართოებს სახმელეთო ოპერაციას სამხრეთ ლიბანში.
ისრაელის ქვედანაყოფები მწვავე ბრძოლებს აწარმოებენ ჰიზბოლაჰის მეომრების წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ისრაელის ავიაციამ განაახლა ჰიზბოლაჰის პოზიციების დაბომბვა სამხრეთ ლიბანში. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ მოკლულია მისი სამი ჯარისკაცი. ჰიზბოლა უარყოფს ცნობას მისი 20 მებრძოლის სიკვდილის შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა ორშაბათს თქვა, რომ ცეცხლი არ შეწყდება, სანამ ჰიზბოლაჰი საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას. "ბრძოლა გრძელდება. საზავო შეთანხმება არ არის და არც იქნება უახლოეს დღეებში." ამასობაში სამხრეთი ლიბანის სოფელ კანაში დღეს მიწას აბარებენ 54 სამოქალაქო პირს, მათ შორის 37 ბავშვს, რომლებიც ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპნენ კვირას.
XS
SM
MD
LG