Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო


ირანის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო გააკრიტიკა ლიბანში ზავის მიღწევის "უუნარობის" გამო.

ირანის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო გააკრიტიკა ლიბანში ზავის მიღწევის "უუნარობის" გამო.
მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანის ქალაქ ჯაჯარმში შეკრებილი თანამემამულეების წინაშე გამოსვლისას გამოთქვა შეფასება, რომ ლიბანში "ჰიზბოლაჰზე" ისრაელის იერიშების გაგრძელება სირცხვილია უშიშროების საბჭოს წევრებისთვის, მათ შორის აშშ-თვის. დღესვე, უფრო ადრე, ირანის უზენაესმა რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოუწოდა მსოფლიოს მუსლიმანებს, გაერთიანდნენ ისრაელის და აშშ-ის წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეიმ ქებით მოიხსენია "ჰიზბოლაჰი".
XS
SM
MD
LG