Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის პარლამენტის შენობასთან წუხელ მოხდა


ყირგიზეთის პარლამენტის შენობასთან წუხელ მოხდა ინციდენტი, რომელშიც არმიის წევრები იყვნენ გახვეული.

ყირგიზეთის პარლამენტის შენობასთან წუხელ მოხდა ინციდენტი, რომელშიც არმიის წევრები იყვნენ გახვეული.
ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, 40-მდე სამხედრო პირმა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე ზამირბეკ მოლდოშევის თაოსნობით გადაკეტა პარლამენტისაკენ მიმავალი გზა და პარლამენტში შესვლა მოითხოვა. ჯარისკაცები წავიდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც იუწყებიან, კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კუმანიჩბეკ ისაბეკომა 2 დღის წინ გასცა განკარგულება, თავდაცვის სამინისტროს მიერ მთავარი საკომუნიკაციო სამმართველოს ოფისის დაცლის შესახებ. პრეზიდენტმა კურმანბეკ ბაკიევმა და თავდაცვის მინისტრმა ისმაილ ისაკოვმა დღეს იმსჯელეს ბიშკეკში წუხელ მომხდარ ინციდენტზე.
XS
SM
MD
LG