Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება უკვე


უკრაინაში უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება უკვე 4-თვიანი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

უკრაინაში უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება უკვე 4-თვიანი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.
ამ შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ოფისმა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა ქვეყნის ხუთი წამყვანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის მონაწილეობით. იუშჩენკომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს, ვიქტორ იანუკოვიჩს წარადგენს, თუ პარლამენტის დათხოვას ამჯობინებს. მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ იუშჩენკო დღეს საღამოს, ტელემიმართვით აუწყებს თანამემამულეებს. უკრაინის პოლიტიკური ლიდერები 29 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამაოდ ცდილობენ მთავრობის ჩამოყალიბებას. საპარლამენტო უმრავლესობა ემხრობა პრორუსულ ორგანიზაცია “რეგიონების პარტიის” ლიდერ იანუკოვიჩის წარდგენას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
XS
SM
MD
LG