Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი, მისი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გააგრძელებს


ისრაელი, მისი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ლიბანში

ისრაელი, მისი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ლიბანში
მოძრაობა "ჰიზბოლაჰის" წინააღმდეგ, სანამ რეგიონში ძლიერი მრავალეროვანი შენაერთი განთავსდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა დღეს განაცხადა: [ეჰუდ ოლმერტის ხმა] “თუ, როგორც ჩვენ ვიმედოვნებთ, საერთაშორისო ძალები საბრძოლო შენაერთების მომცველი მართლაც ეფექტიანი ძალა იქნება, მაშინ შევძლებთ ცეცხლის შეწყვეტას ლიბანის სამხრეთ ნაწილში საერთაშორისო სამხედრო ძალების განთავსების შემდეგ.” ასევე ოლმერტის თქმით, ისრაელს სურს, სამშვიდობო ძალები აღიჭურვოს მანდატით, რომლითაც შეასრულებს გაეროს რეზოლუციას "ჰიზბოლაჰის" განიარაღების შესახებ. ისრაელმა სამი კვირის წინ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია "ჰიზბოლაჰის" მიერ დაკავებული ორი ჯარისკაცის გამოსახსნელად და ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებზე "ჰიზბოლაჰის" სარაკეტო იერიშებისთვის ბოლოს მოსაღებად. ამასობაში, ისრაელმა გააფართოვა სამხედრო ოპერაციის მასშტაბი. დღეს ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის ათასობით ჯარისკაცი შეიჭრა. შეტაკების შესახებ იუწყებიან ქალაქ ბაალბკეიდან. ისრაელის საჰაერო იერიშებმა კი დღეს, სულ ცოტა, 11 სამოქალაქო პირის და 3 ლიბანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG