Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში ჩაიშალა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს


სოხუმში ჩაიშალა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო.

სოხუმში ჩაიშალა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო.
როგორც საქართველოში გაეროს სამეთვალყურეო მისია დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, სხდომის ჩატარების აუცილებლობა კოდორის ხეობაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა წარმოშვა და ამ შეკრების ორგანიზება ორივე მხარესთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი. თავდაპირველად ორივე მხარე დაყაბულდა მასში მონაწილეობას, მაგრამ ბოლო მომენტში სხდომა ჩაიშალა: მხარეებმა ვერ მიაღწიეს თანხმობას შეხვედრის მონაწილეების ვინაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გაეროს სამეთვალყურეო მისიის განცხადებაში. ხოლო თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ მოულოდნელად შეცვალა დელეგაციის შემადგენლობა, რის გამოც აფხაზურმა მხარემ უარი თქვა ქართულ-აფხაზურ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე. ამ განმარტებას "გაუგებარი მოტივი" უწოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ.
XS
SM
MD
LG