Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტისას პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტისას პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე სააკაშვილმა ისაუბრა კოდორის ხეობაში განხორციელებულ, მისი შეფასებით, წარმატებულ სპეცოპერაციაზე. [სააკაშვილის ხმა] “საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ძალიან ეფექტური ქვეყანა. ჩვენ 24 საათში ძირითად ოპერაციას მოვრჩით და მინიმალურ მსხვერპლად განვაიარაღეთ და გავანეიტრალეთ ეს შეიარაღებული კერა. ე.ი. ეს არის სულ სხვა ქვეყანა. ჩვენ უკვე შეგვიძლია ძალიან ეფექტური, სწრაფი ოპერაციების განხორციელება”. ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე სხვა საკითხსაც შეეხო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებაში.
XS
SM
MD
LG