Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა საად


ლიბანის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა საად ჰარირიმ მოსკოვში მოლაპარაკება გამართა

ლიბანის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა საად ჰარირიმ მოსკოვში მოლაპარაკება გამართა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან. ჰარირიმ რუსეთს მოუწოდა, ისრაელი დაარწმუნოს, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა აუცილებელია. [საად ჰარირის ხმა] "დაჟინებით მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და გამოცხადდეს ზავი. ჩვენი სურვილია, კონფლიქტის მოგვარების ისეთი გზა ვიპოვოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, ომს ერთხელ და სამუდამოდ მოვუღოთ ბოლო." იგორ ივანოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებელ შეწყვეტას, რის შესახებაც მოსკოვი გაეროს წინაშეც დასვამს საკითხს. [იგორ ივანოვის ხმა] "ჩვენს შორის სრული ურთიერთგაგება სუფევს იმის თაობაზე, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები, დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი სიტუაციის მოწესრიგების მიზნით."
XS
SM
MD
LG