Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით,

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით,
საქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთმა "ამოწურა საკუთარი თავი შუამავლის როლში“. რუსეთის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ზემო კოდორის ხეობაში განხორციელებული საპოლიციო ოპერაცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გავრცელდება. "ჩვენ არ ვაპირებთ გავცდეთ შეთანხმებებს, რომელთაც 1994 წელს მოსკოვში მოვაწერეთ ხელი. მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს იმ სამშვიდობო ოპერაციის ეფექტიანობის ხარისხი, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება" - აღნიშნა ბეჟუაშვილმა. მისივე თქმით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის პოლიტიკის "მძევლად" არის ქცეული.
XS
SM
MD
LG