Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა


რუსეთიდან საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა მას შემდეგ,

რუსეთიდან საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა მას შემდეგ,
რაც 1 აგვისტოდან მთელი დატვირთვით ამუშავდა ენგურჰესი. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს ენერგოსისტემას რუსეთიდან დღე-ღამეში 100 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის შემდეგ სრული დატვირთვით ამუშავდა ენგურჰესი, რომელიც დღე-ღამეში 400 მეგავატს გამოიმუშავებს, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება მოიხსნა. მალე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტროგადამცემ ხაზებზე "იმერეთსა" და "კავკასიონზე", რისთვისაც მთავრობამ ბიუჯეტიდან 310 ათასი ლარი გამოყო.
XS
SM
MD
LG