Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა


უკრაინის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა ვიქტორ იანუკოვიჩის კანდიდატურა.

უკრაინის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა ვიქტორ იანუკოვიჩის კანდიდატურა.
საგანგებო სხდომაზე დეპუტატთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "რეგიონების პარტიის" ლიდერის კანდიდატურას, რომელიც გუშინ წამოაყენა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ. პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მთავრობის თავმჯდომარის როლში თავის მთავარ ამოცანად მიაჩნია ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და სოციალური პრობლემების მოგვარება. რუსეთთან ურთიერთობა იანუკოვიჩმა ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა. [ვიქტორ იანუკოვიჩის ხმა]: "რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება. ამ ურთიერთობას ავაგებთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით."
XS
SM
MD
LG