Accessibility links

logo-print

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გამოთქვამს სურვილს


უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გამოთქვამს სურვილს, ბოლო მოეღოს კიევსა და მოსკოვს შორის უთანხმოებას

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გამოთქვამს სურვილს, ბოლო მოეღოს კიევსა და მოსკოვს შორის უთანხმოებას
ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ნატოში გაწევრიანება და რუსული გაზის ფასი. ამ საკითხს ვიქტორ იანუკოვიჩი ეხება რუსულ სამთავრობო გაზეთ "ნეზავისიამია გაზეტაში" დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მისივე თქმით, უკრაინის მთავრობა მოლაპარაკებას გამართავს გაზის ფასზე, ხოლო ნატოში გაწევრიანების საკითხს უკრაინელი ამომრჩეველი გადაწყვეტს საგანგებო რეფერენდუმზე. პარასკევს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა იანუკოვიჩს - პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსს - პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კოალიციური მთავრობაც, რომელშიც შეიდან იანუკოვიჩის "რეგიონების პარტია", კომუნისტები, სოციალისტები და პრეზიდენტ იუშჩენკოს პარტია "ჩვენი უკრაინა".
XS
SM
MD
LG