Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს აშშ-ის


კუბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს აშშ-ის მორიგი მოწოდება კუბის დემოკრატიზაციისაკენ.

კუბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს აშშ-ის მორიგი მოწოდება კუბის დემოკრატიზაციისაკენ.
ამ მოწოდების შემცველი განცხადება წუხელ გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა. მან კუბელებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ დემოკრატიზაციას პოლიტიკური გაურკვევლობის ჟამს, რომელიც კუბის ლიდერ ფიდელ კასტროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მოჰყვა. [რაისის ხმა] “აშშ პატივს სცემს თქვენი, როგორც დამოუკიდებელი მოქალაქეების, მისწრაფებებს და თქვენს გვერდით ვიდგებით თქვენი უფლებების დასაცავად - რათა თქვათ ის, რაც გსურთ, იფიქროთ ის, რაც გსურთ, მისდევდეთ რელიგიას, რომელიც გსურთ და აირჩიოთ თქვენი ლიდერები თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებში”. მაგრამ კუბის კულტურის მინისტრმა, აბელ პრიეტომ როგორც განაცხადა, ამ მიმართვას არანაირი ფასი არ აქვს კუბელებისთვის.
XS
SM
MD
LG