Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბელორუსიაში


ეუთო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბელორუსიაში არჩევნების 4 მეთვალყურისთვის პატიმრობის მისჯის გამო.

ეუთო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბელორუსიაში არჩევნების 4 მეთვალყურისთვის პატიმრობის მისჯის გამო.
როგორც ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კარელ დე ხუხტი განცხადებაში აღნიშნავს, ხანგრძლივი პატიმრობა, ორ მეთვალყურეს რომ მიუსაჯეს, არ ესადაგება ბრალდებებს. ამასთან ოთხი მსჯავრდებულიდან არც ერთს არაფერი ჩაუდენია ისეთი, რომ მათი დაპატიმრება გამართლებული ყოფილიყო. ოთხივე - არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელი ორგანიზაციის წევრია. მაგრამ მათს ორგანიზაციას ბელორუსიაში რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. პარასკევს მინსკის სასამართლომ მათ ნახვარი წლიდან ორ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ისინი მარტის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დააკავეს.
XS
SM
MD
LG