Accessibility links

logo-print

დღეს ჰიზბოლაჰის მებრძოლები რაკეტებს უშენდნენ


დღეს ჰიზბოლაჰის მებრძოლები რაკეტებს უშენდნენ ჩრდილო ისრაელს. ქალაქ ჰაიფაში ჩამოვარდნილმა რაკეტებმა სამი ადამიანი იმსხვერპლა.

დღეს ჰიზბოლაჰის მებრძოლები რაკეტებს უშენდნენ ჩრდილო ისრაელს. ქალაქ ჰაიფაში ჩამოვარდნილმა რაკეტებმა სამი ადამიანი იმსხვერპლა.
არის დაჭირილები. სულ ცოტა ორი სახლი დაინგრა. მანამდე ჰიზბოლაჰის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა თორმეტი ადამიანი. დაღუპულთაგან ყველა ისრაელის არმიის რეზერვისტია. ისინი ერთი რაკეტის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ სოფელ კფარ გილადიში. გრძელდება ისრაელის საჰაერო და სახმელეთო იერიში ლიბანზე. ისრაელის არმიის წარმომადგენლთა თქმით, დაკავებულია მამაკაცი, რომელიც 12 ივლისს ისრაელის ორი ჯარისკაცის მძევლად აყვანსთან არის კავშირში. ამ გატაცებებით დაიწყო ისრაელის ომი ჰიზბოლაჰის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG