Accessibility links

logo-print

ისრაელის ავიაციამ ორშაბათ საღამოს მორიგი


ისრაელის ავიაციამ ორშაბათ საღამოს მორიგი დარტყმა მიაყენა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებს.

ისრაელის ავიაციამ ორშაბათ საღამოს მორიგი დარტყმა მიაყენა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებს.
ლიბანის ხელისუფლების თანახმად, სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა. დღისით დაიბომბა ლიბანის დედაქალაქის სამხრეთი კვარტლები, ასევე ბექაას ველისკენ მიმავალი გზები და ჰიზბოლაჰის ობიექტები სირიის საზღვრის მასხლობლად. ჰისბოლაჰის მეომრებმა კვლავ დაუშინეს ცეცხლი ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებს. რაკეტები რამდენიმე ქალაქში აფეთქდა. ისრაელის არმია იტყობინება, რომ მისი სამი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთი ლიბანის ქალაქ ბინთ ჯბეილში ბრძოლებისას. ლიბანი აცხადებს, რომ სოფელ ჰულაში დაიღუპა ერთი ადამიანი და არა 40, როგორც ამას ადრე იტყობინებოდნენ. დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ამირ პერეცმა განაცხადა, რომ ისრაელი რამდენიმე დღეში გააფართოებს ლიბანში საბრძოლო მოქმედებებს, თუკი შედეგს არ მოიტანს დიპლომატიური ძალისხმევა. მისი თქმით, ისრაელის ჯარები საბრძოლო ოპერაციებს განახორციელებენ საიმისოდ, რომ მთელი ლიბანის ტერიტორიაზე გააუვნებელყონ ჰიზბოლაჰის სარაკეტო დანადგარები.
XS
SM
MD
LG