Accessibility links

logo-print

რუსეთის იარაღის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია


რუსეთის იარაღის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია "როსობორონექსპორტი" მტრულ აქტს

რუსეთის იარაღის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია "როსობორონექსპორტი" მტრულ აქტს
უწოდებს მის წინააღმდეგ ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს. შეერთებულმა შტატებმა 4 აგვისტოს დაუწესა სანქციები "როსობორონექსპორტს" და საავიაციო კომპანია "სუხოის". ასევე ხუთ კომპანიას ინდოეთიდან, ჩრდილო კორეიდან და კუბიდან იმისთვის, რომ მათ ირანს მიჰყიდეს მასალები, რომელთა გამოყენება მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად არის შესაძლებელი. რუსეთის თადაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ასეთი კომენტარი გააკეთა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით: "რაც შეეხება სანქციებს, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუწესა "როსობორონექსპორტსა" და კომპანია "სუხოის", მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა სრულიად გარკვევით: იარაღის გაუვრცელებლობასთან ამ სანქციებს არავითარი კავშირი არა აქვთ," თქვა ივანოვმა.
XS
SM
MD
LG