Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საშინაო უშიშროების მინისტრმა ავი


ისრაელის საშინაო უშიშროების მინისტრმა ავი დიჩერმა რუსეთის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველა ტერორისტი,

ისრაელის საშინაო უშიშროების მინისტრმა ავი დიჩერმა რუსეთის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველა ტერორისტი,
ვის გარემოცვაშიც არის ისრაელი, რუსული ან საბჭოთა წარმოების იარაღს ხმარობს. ესაა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები და კატიუშის ტიპის რაკეტები. როგორც დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს დიჩერი, ისრაელს არ მოეპოვება იმის მტკიცებულება, რომ რუსეთს პირდაპირი კავშირები აქვს ჰიზბოლაჰთან, მაგრამ აღნიშნა, რომ სირია და ირანი, რომელთაც მიჰყიდა რუსეთმა საჰაერო თავდაცვის რაკეტები, პირდაპირ არიან დაკავშირებული ლიბანის ამ რადიკალურ დაჯგუფებასთან.
XS
SM
MD
LG