Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა თქვა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა თქვა, რომ ლიბანის წინადადება,

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა თქვა, რომ ლიბანის წინადადება,
თავისი ჯარები განათავსოს ქვეყნის სამხრეთში, საინტერესოა და განხილულ იქნება. "სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ჩვენ ამას შევისწავლით. წინადადება საინტერესო ჩანს და ჩვენ მას გულდასმით შევისწავლით." ლიბანი აცხადებს, რომ მას სურს 15 ათასი ჯარისკაცი განათავსოს სამხრეთის საზღვრებთან მას მერე, რაც ქვეყანას დატოვებს ისრაელის 10 ათასი ჯარისკაცი. ეს იქნება საზავო შეთანხმების ნაწილი. იერუსალიმში გამართულ პრეს-კონფრენციაზე ოლმერტმა თქვა, რომ ამგვარი ზომები უნდა გატარდეს ჰიზბოლაჰის განიარაღების პარალელურად. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ისრაელის უშიშროების კაბინეტი გეგმავს ოთხშაბათს განიხილოს ლიბანში სამხედრო ოპერაციის გაფართოების შესაძლებლობები.
XS
SM
MD
LG