Accessibility links

logo-print

ისრაელის უშიშროების საბჭომ დაამტკიცა გეგმა


ისრაელის უშიშროების საბჭომ დაამტკიცა გეგმა სამხედრო ოპერაციის ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში განვრცობის შესახებ.

ისრაელის უშიშროების საბჭომ დაამტკიცა გეგმა სამხედრო ოპერაციის ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში განვრცობის შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ამ ზომის მიზანია უფრო ძლიერი დარტყმის მიყენება მოძრაობა "ჰიზბოლაჰისთვის" და ბოლოს მოღება ისრაელზე ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმებისთვის. ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, უშიშროების საბჭომ ჯარს დაავალა, ისრაელ-ლიბანის საზღვრის ჩრდილოეთით, 30-მდე კილომეტრში, მდინარე ლიტანიმდე წინსვლა. ამჟამად კი ისრაელის 10 ათასამდე ჯარისკაცი ებრძვის "ჰიზბოლაჰს" ლიბანის საზღვრის მიმდებარე 6-კილომეტრიან ზოლში.
XS
SM
MD
LG