Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება მზად არის, კოდორის


საქართველოს ხელისუფლება მზად არის, კოდორის ხეობაში 20 აგვსიტოდან დაუშვას გაეროს მისიის მონიტორინგი.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის, კოდორის ხეობაში 20 აგვსიტოდან დაუშვას გაეროს მისიის მონიტორინგი.
ამ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეეხო დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე. მანამდე კი მან, აგრეთვე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ისევე როგორც სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, გამართეს თათბირი, რომელზეც კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. როგორც გელა ბეჟუაშვილმა აღნიშნა, გაეროს მისიის მიერ კოდორის ხეობის ინსპექტირების პარალელურად ქართული მხარე მოითხოვს ტყვარჩელის მიდამოების მონიტორინგს, რადგან ქართული მხარის ინფორმაციით, ტყვარჩელის მიდამოებში თავმოყრილია აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები.
XS
SM
MD
LG