Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია იუწყება, რომ მისი


ისრაელის არმია იუწყება, რომ მისი 15 ჯარსიკაცი დაიჭრა ლიბანში მოძრაობა "ჰიზბოლაჰის" წევრებთან ბრძოლაში.

ისრაელის არმია იუწყება, რომ მისი 15 ჯარსიკაცი დაიჭრა ლიბანში მოძრაობა "ჰიზბოლაჰის" წევრებთან ბრძოლაში.
ბრძოლა, უმთავრესად, სამხრეთ ლიბანის დასახლება ტაიბესთან მიმდინარეობდა. ხოლო "ჰიზბოლაჰის" ინფორმაციით, მისმა მებრძოლებმა მოკლეს ან დაჭრეს ისრაელის 10 ჯარისკაცი, გაანადგურეს 3 ტანკი. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლები იუწყებიან ასევე, რომ ღამის განმავლობაში ასზე მეტი საჰაერო რეიდი განხორციელდა ბეირუთის გარშემო და სამხრეთ ლიბანში. საპორტო ქალაქ სიდონში პალესტინელი ლტოლვილების ბანაკზე საჰაერო იერიშმა 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 15. ისრაელი აცხადებს, რომ იერიში განახორციელა "ჰიზბოლაჰის" მებრძოლის სახლზე.
XS
SM
MD
LG