Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კრიზისი


საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კრიზისი ლიბანში საფრთხეს უქმნის სტაბილურობას მთელს ახლო აღმოსავლეთში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კრიზისი ლიბანში საფრთხეს უქმნის სტაბილურობას მთელს ახლო აღმოსავლეთში.
როგორც პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დღეს აღნიშნა სამხრეთ საფრანგეთში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, "ამორალური" იქნებოდა დაუყოვნებლივი ზავის მოთხოვნაზე უარის თქმა. [ჟაკ შირაკის ხმა] “ყველა ღონეს მივმართავთ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და ამ დრამატული კრიზისის მოსაგვარებლად. როგორც საფრანგეთი დასაწყისიდანვე სამართლიანად აცხადებდა, ძალა აქ ვერაფერს გახდება. საკითხის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებით არის შესაძლებელი”. საფრანგეთი ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას გაეროს რეზოლუციის პროექტისთვის, რომელსაც ის და აშშ ემხრობიან. შირაკის განმარტებით, ეს პროექტი ითვალისწინებს ლიბანისა და ლიბანის არაბი მოკავშირეების მიერ მოთხოვნილ არაერთ ცვლილებას. შირაკს დეტალებზე არ უსაუბრია. ლიბანისთვის მისაღებია გაეროს რეზოლუცია, რომელიც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჯარის დაუყოვნებლივ გასვლას მოითხოვდა. როგორც ვარაუდობენ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე კენჭისყრა ხუთშაბათზე ადრე არ გაიმართება.
XS
SM
MD
LG