Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიებმა გააძლიერეს უსაფრთხოების


მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიებმა გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები ან გააუქმეს დიდ ბრიტანეთში ფრენა

მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიებმა გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები ან გააუქმეს დიდ ბრიტანეთში ფრენა
მას მერე, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გამოავლინა ფართო მასშტაბის ტერორისტული შეთქმულება. ამ ზომების შესახებ გამოაცხადეს ავიაკომპანიებმა ბრიტანეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში, ბელგიასა და გერმანიაში. ბრიტანეთის აეროპორტებში მგზავრებს არა აქვთ უფლება იქონიონ ხელბარგი გარდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთები, რომელთაც გამჭვირვალე პარკებში ათავსებენ. ბავშვების საკვები რძე ბავშვის თანმხლებმა პირმა უნდა გასინჯოს თვითმრინავში მის შეტანამდე. "ყველა მგზავრი უნდა გაიჩხრიკოს მათი ფეხსაცმელები და ყველაფერი, რაც თან აქვთ, რენტგენში უნდა გატარდეს. მგზავრს ნებისმიერი აღმოჩენილი სითხე ჩამოერთმევა. ბოთლებში მოთავსებული სითხის გადატანა აკრძალულია," განაცხადა ბრიტანეთის აეროპორტების უწყების დირექტორმა ტონი დაგლესმა.

XS
SM
MD
LG