Accessibility links

logo-print

დიდ ბრიტანეთში ძალაში რჩება უსაფრთხოების


დიდ ბრიტანეთში ძალაში რჩება უსაფრთხოების საგანგებო ზომები, რომელიც ქვეყანაში 10 აგვისტოს,

დიდ ბრიტანეთში ძალაში რჩება უსაფრთხოების საგანგებო ზომები, რომელიც ქვეყანაში 10 აგვისტოს,
მოსალოდნელი საავიაციო ტერაქტების გამო გამოცხადდა. პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯონ რიდმა გაიმეორა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულებაში მონაწილე ყველა ძირითადი ეჭვმიტანილი დაკავებულია, ას პროცენტიანი სიმშვიდის გარანტია არ არსებობს: “არც პოლიცია და არც მთავრობა არანაირ თვითკმაყოფილებას არ ეძლევა. ეს არის ხანგრძლივი ოპერაცია, და როგორც ერთიანი ანტიტერორისტული და ანალიტიკური ცენტრი გვირჩევს, უსაფრთხოების დონე უნდა დარჩეს კრიტიკული”, როგორც პრევენციული ზომა საზოგადოების დასაცავად,” განაცხადა ჯონ რიდმა. გაცილებით უფრო ადრე, ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა გაავცელა ინფორმაცია, რომ 24 ეჭვმიტანილიდან - 19 პირის საბანკო ანგარიშები გაყინულია. ეჭვმიტანილთა უმრავლესობა, რომელთა ასაკი 20 წელს არ არემატება, ლონდონის მცხოვრები პაკისტანელები არიან. გამოძიების ვერსიით, შეთქმულებაში ეჭვმიტანილებს დაგეგმილი ჰქონდათ, რომ ბომბის დასამზადებელი კომპონენტები თვითმფინავებში ფარულად, სასმელით შეეტანათ.
XS
SM
MD
LG