Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ისრაელსა და “ჰისბოლაჰს”

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ისრაელსა და “ჰისბოლაჰს”
შეწყვიტონ საომარი დაპირისპირება. რეზოლუცია აგრეთვე ითვალისწინებს გაეროს მშვიდობისდამცველთა 15 ათასკაციანი კონტინგენტის განლაგებას ჩრდილოეთ ლიბანში, რომლებიც გააკონტროლებენ ისრაელის ჯარების გაყვანის პროცესს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გაეროს რეზოლუციის მიღების ფაქტს მშვიდობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ”ამ რეზოლუციის მიღება მსოფლიო საზოგადოებას დაეხმარება გზა გაუხსნას მყარი მშვიდობის დამყარებას ლიბანსა და ისრაელს შორის. მშვიდობისა, რომელიც შეწყვეტს ადამიანების ტანჯვას და შეაჩერებს ძალადობას, რომელსაც ადამიანები ბოლო თვეებში განიცდიდნენ.”
ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ ბეირუთში იმედი გამოთქვა, რომ ისარელის და ლიბანის ხელისუფლება, რომელშიც “ჰისბოლაჰის წევრებიც შედიან, მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას. “ისრაელის მთავრობა კვირას აპირებს სხდომის ჩატარებას, და მე იმედი მაქვს, რომ იგი მხარს დაუჭერს რეზოლუციას. ეს იქნება დასაბამი ისრაელის ჯარების გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტისა, რასაც, დარწმუნებული ვარ მხარს დაუჭერს ორივე მხარე და რაც გრძელვადიანი და მყარი იქნება.” რეზოლუციის მიღების მიუხედავად, ისარელის ჯარებმა დღეს კიდევ უფრო ღრმად წაიწიეს წინ ლიბანის ტერიტორიაზე, მდინარე ლიტანის მიმართულებით. იუწყებიან, რომ ქალაქ საიდაში საავიაციო დარტყმების გამო მწყობრიდან გამოვიდა ელექტროსადგური და არის მსხვერპლიც.
XS
SM
MD
LG