Accessibility links

logo-print

ბაღდადში კვირას დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის


ბაღდადში კვირას დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის, ალი ალ-შემარის დაცვის თანამშრომლები.

ბაღდადში კვირას დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის, ალი ალ-შემარის დაცვის თანამშრომლები.
როგორც მინისტრი ამბობს, გამთენიისას ამერიკის სამხედროები შეიჭრნენ სამინისტროს შენობაში და დააკავეს შვიდი ადამიანი, რომლებიც შენობას იცავდნენ. ალ-შამარიმ ამერიკელ სამხედროთა ქცევას პროვოკაცია უწოდა. "ამგვარი ქმედება არაფრითაა მოტივირებული. ის განხორციელდა ყალბი ინფორმაციის საფუველზე, რომ სამინისტროს სარდაფებში თითქოს ხალხს კლავენ. ამერიკელი სამხედროები ყოველთვის პოულობენ ხოლმე ამგვარი ოპერაციების გამართლებას. ჩვენი კარი ღიაა მასმედიისთვის და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ და გაეცნონ ვითარებას."

XS
SM
MD
LG