Accessibility links

logo-print

დნესტრისპირეთის ქალაქ ტირასპოლში ტროლეიბუსში მომხდარი


დნესტრისპირეთის ქალაქ ტირასპოლში ტროლეიბუსში მომხდარი აფეთქება, გამოძიების აზრით, კრიმინალურ ხასიათს ატარებს.

დნესტრისპირეთის ქალაქ ტირასპოლში ტროლეიბუსში მომხდარი აფეთქება, გამოძიების აზრით, კრიმინალურ ხასიათს ატარებს.
როგორც დნესტრისპირეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, გამომძიებლები ჯერჯერობით გამორიცხავენ ტერაქტის ვერსიას. დაზუსტებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ათი დაიჭრა, ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ტროლეიბუსის სალონში ორი ყუმბარა აფეთქდა. 6 ივლისს ტირასპოლში სამარშრუტო ტაქსში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მაშინდელი აფეთქება, გამოძიების თანახმად, ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუფრთხილებლად ტრანსპორტირების გამო მოხდა.

XS
SM
MD
LG