Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრტანეთში


შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრტანეთში ტერორიზმის საფრთხის დონე "კრიტიკულიდან" "სერიოზულამდე" ჩამოვიდა. "კრიტიკული" ყველაზე

შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრტანეთში ტერორიზმის საფრთხის დონე "კრიტიკულიდან" "სერიოზულამდე" ჩამოვიდა. "კრიტიკული" ყველაზე
მაღალი დონეა და იგი 10 აგვისტოს შემოიღეს მას მერე, რაც ცნობილი გახდა შექმულების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა დიდი ბრიტანეთიდან შეერთებული შტატებისკენ მიმავალი ავიალაინერების აფეთქებას ჰაერში. ტერაქტები თავიდან იქნა აცილებუული, მთავარი ეჭვიმტანილები - ოცზე მეტი ადამიანი - დაპატიმრებული არიან. მაგრამ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯონ რიდმა განაცხადა: "საფრთხის დონის შემცირება არ ნიშნავს, რომ საფრთხე მთლად გაქრა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სადმე შეიძლება დარჩენილიყვნენ სხვა ექსტრემისტები, რომლებიც, შესაძლოა, გეგმავენ დიდ ბრიტანეთზე თავდასხმებს. აი, რატომ რჩება ძალაში უსაფრთხოების რიგი ზომები." კვირას კომპანია "ბრიტიშ ეარუეიზის" თვითმფრინავი, რომელიც ნიუ იორკში მიფრინავდა, შუაგზიდან დაბრუნდა ლონდონში. რეისის დროს სალონში დარეკა მობილურმა ტელეფონმა. თვითმფარინავში ორასზე მეტი მგზავრი იყო. არავინ აღიარა, რომ ჰქონდა ტელეფონი, რომლის თან ქონა 10 აგვისტოს შემდეგ აკრძალულია. ტელეფონი, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენდა, მოგვიანებით აღმოაჩინეს.

XS
SM
MD
LG