Accessibility links

logo-print

გარსია ლორკას დაღუპვის 70 წელი


19 აგვისტოს 70 წელი შესრულდება ფედერიკო გარსია

ლორკას დაღუპვიდან. აგვისტოს იმ ტრაგიკული დღის შესახებ დღეს უკვე მთელი ტომებია დაწერილი. დიდი ესპანელი დრამატურგის, პოეტის დაღუპვის ყველაზე გავრცელებული ვერსია ასეთია – გარსია ლორკა ვერაგულად მოკლეს ფაშისტებმა გრანადის ქუჩაში. არსებობს სხვა ვერსიებიც – თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – ფედერიკო გარსია ლორკას საფლავი დაკარგულია და მისი შემოქმედების თაყვანისცემლებს არ შეუძლიათ ყვავილების თაიგულით მაინც სცენ პატივი პოეტის ხსოვნას... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სადაა დაკრძალული მწერალი... ან, საერთოდ, დაკრძალეს თუ არა... ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, როცა ესპანეთში ხელახლა გახდა შესაძლებელი ლორკას ნაწარმოებების დაბეჭდვა, იგი ესპანელების კერპი გახდა. ამას ადასტურებს მწერალი დავით ტურაშვილი, რომელსაც ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის” წამყავნი გიორგი გვახარია ესაუბრა

[დავით ტურაშვილის ხმა]1900.32 “ლორკა კერპი გახდა, რაც განაპირობა 40 წლიანმა დევნამ... მერე, ფრანკოს მერე რადიკალურად სხვა მოსაზრებები გაჩნდა...1.50 ეხლა ისევ დაიწყო ლორკას გაფეტიშება და დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ იმავე ეპოქაში იყვნენ სხვა კარგი პოეტები”

დავით ტურაშვილს უნდა დავუჯეროთ - დათო წელიწადზე მეტია უკვე მადრიდში სწავლობს, ლიტერატურულ წრეებში ტრიალებს და ჩვენზე უკეთაც იცის, ალბათ, როგორ იცვლებოდა ესპანელების დამოკიდებულება ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედების მიმართ. 20-იანი წლების დასაწყისში, როცა გრანადიდან მადრიდში გადასახლდა, ჯერ მუსიკამ გაიტაცა და შემდეგ პოეზიამ, ფოლკლორული ტრადიციების მიმბაძველებს ნამდვილი ომი გამოუცხადა... ვერ გაუგეს! მაგრამ როცა ახალგაზრდებს, ე.წ. “1925 წლის პოეტების” ჯგუფს დაუახლოვდა და ლექსების რამდენიმე კრებული გამოსცა, უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა – ნათელი გახდა, რომ გარსია ლორკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ფოკლორის ახლებური გააზრება დაიწყო

[9. ლორკა კითხულობს თავის ლექსს]

[დავით ტურაშვილის ხმა]19.2.55 “აქტიური იყო და მარტო პოეზიითა და ლიტერატურით არ კმაყოფილდებოდა, აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში... ითვლება, რომ ამას ემსხვერპლა... არის სხვა ვერსიებიც, რომ ემსხვერპლა პირად ცხოვრებას... საკმაოდ აგრესიული იყო ფრანკოს მიმდევრების დამოკიდებულება მის მიმართ”

დათო ტურაშვილის აზრით, ფრანკოს სიკვდილის შემდეგ გარსია ლორკას განსაკუთრებული პოპულარობა მისმა ბიოგრაფიამ, მისმა პიროვნებამ, მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ განაპირობა. “გრანადაში ვისწავლე, ვიყო იმის გვერდით, ვისაც დევნიან – ბოშების, შავკანიანების, ებრაელების გვერდით... ყოველ ჩვენგანში ამ ხალხის ნაწილი ცოცხლობს” – წერდა ლორკა 1931 წელს. ბუნებრივია, რომ ესპანელი ფაშისტები ასეთ მოსაზრებას “ბოლშევიკურ პროპაგანდად” მონათლავდნენ და ისიც ბუნებრივია, რომ სწორედ ასეთი მოსაზრებების გამო გახდა ლორკა 80-იან წლებში “დემოკრატიული ესპანური კულტურის”, ეგრეთ წოდებული “მოვიდას” ახალი სიმბოლო. თუმცა დათო ტურაშვილის აზრით, ლორკას მიმართ დამოკიდებულება დღეს ესპანეთშიც იცვლება

[დავით ტურაშვილის ხმა]19.4.20 “ჩემი სუბიექტური დაკვირვებით ესპანეთში ლორკა მაინც არ ითვლება მეოცე საუკუნის საუკეთესო პოეტად – ხიმენესსაც და მაჩადოსსაც უფრო მაღლა აყენებენ... 5.00 თუმცა არაესპანურ სივრცეში სწორედ ლორკა ითვლება ყველაზე სახელოვან პოეტად”

[12 ლორკას ლექსი მუსიკით. ტანგო]

სხვათა შორის, ასე, დედის გვარით, “ლორკა” – გარსია ლორკას უფრო მეტად საბჭოთა კავშირში იხსენიებდნენ. ესპანეთში მას, უბრალოდ, ფედერიკოს ეძახიან... ეს სახელი “ლორკა” – საბჭოთა კავშირშიც ყოველთვის აღმატებულად ჟღერდა... ამ შემთხვევაში ლორკას თაყვანისმცემლებმა მადლობაც კი უნდა გადაუხადონ გენერალ ფრანკოს – ფედერიკო გარსია ლორკა ფაშისტებს რომ მოეკლათ, მერე კი მისი წიგნები რომ არ აეკრძალათ, საეჭვოა, მისი ნაწარმოებები ასე “ადვილად” გამოქვეყნებულიყო ჩვენში, ასე ხშირად დაედგათ მისი პიესები – მისი ანდალუზიული ტრაგედიები, რომელშიც მთავარი ყოფისა და თავისუფლების კონფლიქტია. დათიო ტურაშვილს ფედერიკო გარსია ლორკას ქართულ თარგმანებზე ვკითხეთ, გავახსენეთ, რომ დიდი პოეტის ლექსები და პიესები ქართულ ენაზე ჯერ კიდევ 1963 წელს გამოიცა


[დავით ტურაშვილის ხმა]19.5.20 “რასაკვირველია, წაკითხული მაქვს ქალბატონ მერი ტიტვინაძის თარგმანი – საბჭოთა პერიოდის თარგმანებია – გასაგებია ამ პერიოდში ლორკა ითვლებოდა, იდგმებოდა... ამას ორი ფაქტორი განაპირობებდა – ერთი ის, რომ იქ იყო ფრანკოს ხელისუფლება და აქ საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც სხვათა შორის ძალიან ჰგავდა ერთმანეთს – რადიკალური განსხვავებითაც ჰგავდა, აქ ეკლესია იდევნებოდა იქ კი იყო ისეთი მაქსიმალიზმი, რომ ყველა ათეისტი გახდა მერე... ჩვენსც ამის საშიშროება გვემუქრება”

ფედერიკო გარსია ლორკას “სისხლიანი ქორწილი” 1958 წელს დაიდგა თელავის დრამატულ თეატრში. 1976 წელს ეს პიესა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განხორციელდა, შემდეგ კინომსახიობის თეატრში. თუმცა ფაედერიკო გარსია ლორკას ნაწარმოებების ყველაზე წარმატებულ დადგმად ქართულ სცენაზე მაინც თემურ ჩხეიძის “ბერნარდ ალბას სახლი” ითვლება... ამ წარმოდგენის პრემიერა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 1973 წლის მთავარი კულტურული მოვლენა გახდა. მეტისმეტად აშკარა იყო ლორკას ჩაკეტილი სამყაროს ანალოგია იმ სინამდვილესთან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით...

[ბერნარდა ალბას სახლი]

[დავით ტურაშვილის ხმა]19.6.20 “გარდა ამ საბჭოთა ფაქტორისა, კიდევ არსებობდა “ქართული ფაქტორი” – რაღაც ნაცნობი სივრცე, მითუმეტეს, რომ ტრაგიკულად დაღუპული პოეტი – ეს ძალიან ახლო თემაა ჩვენთვის...6.50 ვგრძნობდით, რომ ეს არ იყო “შორეული” ლიტერატურა... ისე ვუყურებდი, როგორც ჩვენებურ მოვლენებს...7.20 ყველაფერს მოიცავდა ჩემთვის – რომანტიკას, თავგადასავალს, მის საბედისწერო აღსასრულს”

“ბერნარდა ალბას სახლში” ჩაკეტილი სივრციდან, ძალადობაზე აგებული სამყაროდან გამოსვლის ორი საშუალება არსებობს – გაგიჟება და სიკვდილი. ლორკას არც ერთი აურჩევია, არც მეორე – იგი სიკვდილმა თავად აირჩია. ტრაგიკულ 19 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე წერდა: მოხუცებს ვერ ვიტან, მათ რომ ვუყურებ, ვგრძნობ, რომ უფსკრულისკენ მიმაქანებენ, მე კი სიცოცხლე მინდაო... იგი ყოველთვის სიცოცხლეს იცავდა... ამიტომაცაა, ალბათ, რომ ფედერიკო გარსია ლორკას ადგილი ვერ მოინახა სასაფლაოზე, მიცვალებულებს შორის. უფრო მეტიც, ესპანეთში მისი შემოქმედებაც “მოკლეს” – 40 წელი არ ახსენებდნენ. მაგრამ ისტორია შეიცვალა და პოეტი თავის საყვარელ ხალხს დაუბრუნდა.

[11. ლორკას ლექსი მუსიკით]
XS
SM
MD
LG