Accessibility links

logo-print

მინიმუმ 100 000-კაციანი რეზერვისტთა არმია


მინიმუმ 100 000-კაციანი რეზერვისტთა არმია და მსოფლიოს სტანდარტების მქონე რეზერვისტთა ბანაკები- ასეთი დავალება მისცა პრეზიდენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას

მინიმუმ 100 000-კაციანი რეზერვისტთა არმია და მსოფლიოს სტანდარტების მქონე რეზერვისტთა ბანაკები- ასეთი დავალება მისცა პრეზიდენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას
კანცელარიაში გამართულ საგანგებო სხდომაზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კოდორის ხეობის რეკონსტრუქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მშენებლობის ტემპებით უკმაყოფილოა. პრეზიდენტის განცხადებით, კოდორის ხეობაში ანუ ზემო აფხაზეთში ერთ თვეში, მაქსიმუმ, თვენახევარში ახალი მინიქალაქები უნდა აშენდეს. “დანარჩენმა აფხაზეთმა უნდა დაინახოს, რომ ის, რაც სეპარატისტულმა რეჟიმმა 14 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, საქართველოს ხელისუფლებამ ერთ თვეში გააკეთა. ეს არის ჩემი კატეგორიული მოთხოვნა. ამაზე ყველა საკუთარი თავით აგებს პასუხს,” - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თქმით, თუ საჭირო იქნება, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აეროპორტის სამ კვირაში, ხოლო ქალაქის ერთ თვეში აშენება.
XS
SM
MD
LG