Accessibility links

logo-print

ექვსი ადამიანი დაიღუპა დღეს სტამბოლიდან


ექვსი ადამიანი დაიღუპა დღეს სტამბოლიდან თბილისისკენ მიმავალი ავტობუსის კატასტროფის შედეგად.

ექვსი ადამიანი დაიღუპა დღეს სტამბოლიდან თბილისისკენ მიმავალი ავტობუსის კატასტროფის შედეგად.
მიღებული ცნობების თანახმად, დაღუპულთაგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო თითო - თურქეთისა და აზერბაიჯანის. მიმდინარეობს დაღუპულთა ამოცნობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული მგზავრების სია გამოაქვეყნა. სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი - 28 46 83; მობილური - 877 50 77 49. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 30-ს აღწევს. ცხრა მათგანის მდგომარეობას ექიმები "მძიმედ" აფასებენ. კატასტროფა დილის 9 საათზე, სამსუნის ვილაიეთში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რასაც ავარია მოჰყვა.
XS
SM
MD
LG