Accessibility links

logo-print

ადიგენის რაიონში მესამე დღეა, ცეცხლი


ადიგენის რაიონში მესამე დღეა, ცეცხლი უკიდია ტყეს. სპეციალისტების განცხადებით,

ადიგენის რაიონში მესამე დღეა, ცეცხლი უკიდია ტყეს. სპეციალისტების განცხადებით,
ხანძარი მაღალმა ტემპერატურამ და უნალექო ამინდმა გამოიწვია. დამწვარია ტყის მასივის 300 ჰექტარზე მეტი. სერიოზული საფრთხე ემუქრება ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკს, რადგან წუხანდელი ქარის შემდეგ ხანძრის არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა გარემოს დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი. მისი განცხადებით, ბოლო ოცი წლის მანძილზე ასეთი ხანძარი საქართველოში არ მომხდარა. ტყეშელაშვილმა დასძინა, რომ ხანძრის ლოკალიზებისა და ჩაქრობის ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობენ თურქი მეხანძრეები. თურქეთის ვერტმფრენები ალმოდებულ ტყეს საგანგებო ხსნარს აფრქვევენ. ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ასევე სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე და რეგიონის ხელმძღვანელი პირები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა სპეციალური სამსახური. მძიმე ტექნიკის მობილიზებით ისინი ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.
XS
SM
MD
LG