Accessibility links

logo-print

ისრაელის ბომბდამშენებმა ლიბანს სამნახევარი მილიარდი


ისრაელის ბომბდამშენებმა ლიბანს სამნახევარი მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენეს

ისრაელის ბომბდამშენებმა ლიბანს სამნახევარი მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენეს
- განაცხადა ლიბანის განვითარებისა და რეკონსტრუქციის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ფადლ შალაკმა. მისივე თქმით, ეს მხოლოდ წინასწარი ციფრია. ბეირუთში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ დუსტ-ბლაზიმ და ლიბანის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა საად ჰარირიმ. ფრანგმა მინისტრმა გამოთქვა მოწოდება, გაუქმებულ იქნეს ლიბანის წინააღმდეგ მოქმედი საზღვაო და საჰაერო ბლოკადა. [ფილიპ დუსტ-ბლაზის ხმა] "ლიბანის მიმართ შემოღებული საზღვაო და საჰაერო ბლოკადის გაუქმება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის, ლიბანის ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობისთვის."
XS
SM
MD
LG