Accessibility links

რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს წინასწარ


რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ რა მოცულობითა და ფასით

რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ რა მოცულობითა და ფასით
მიეწოდება უკრაინას რუსეთის გაზი მომავალ წელს. სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ ამ შეთანხმებას კომენტარი გაუკეთეს რუსეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა, მიხაილ ფრადკოვმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა.[მიხაილ ფრადკოვის ხმა] "აშკარად გამოჩნდა ჩვენი სურვილი, მოვნახოთ ყველა რთული საკითხის მოგვარების გზები; მაგრამ ამ პროცესში უნდა ვიხელმძღვანელოთ საბაზრო მიდგომით და სურვილით, სამომავლოდ განვსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი თანამშრომლობა როგორც გაზის სფეროში, ისე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მთელი რიგ სხვა სექტორებში." [ვიქტორ იანუკოვიჩის ხმა] "ფასები, ბუნებრივია, საბაზრო იქნება, მაგრამ გამჭვირვალე იქნება თვით ფასების ფორმირების მექანიზმი, რომელიც, ცხადია, უპასუხებს უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების დონეს."
XS
SM
MD
LG