Accessibility links

logo-print

ლიბანის მთავრობამ დღეს დაამტკიცა გეგმა


ლიბანის მთავრობამ დღეს დაამტკიცა გეგმა, რომელიც ქვეყნის სამხრეთში

ლიბანის მთავრობამ დღეს დაამტკიცა გეგმა, რომელიც ქვეყნის სამხრეთში




ჯარის შეყვანას ითვალისწინებს. ლიბანის არმია იქ ისრაელის ძალებს შეცვლის, რომელთაც უკვე დაიწყეს გასვლა. საინფორმაციო სააგენტო ”ფრანს-პრესს” ლიბანის ფინანსთა მინისტრის, ჯიჰად აზურის სიტყვები მოჰყავს - რომ მთავრობამ ქვეყნის სამხრეთში 15 ათასიანი კონტინგენტის შეყვანა ხუთშაბათს გადაწყვიტა. მანამდე ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა დან ჰალუცმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ჯარს შეუძლია, ათ დღეში დატოვოს სამხრეთი ლიბანის ტერიტორია. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტემპით განთავსდება ხსენებულ ტერიტორიაზე ლიბანის არმია. ორშაბათიდან ძალაში შევიდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ლიბანის ჯარის ნაწილებისა და გაეროს მშვიდობისდამცველთა კონტინგენტის განლაგებას სამხრეთ ლიბანში. პარალელურად ეს ტერიტორია უნდა დატოვოს ისრაელის ჯარმა.
XS
SM
MD
LG