Accessibility links

რა სახის ეკონომიკური ურთიერთობაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის


საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო ათი წელია მჭიდრო და მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები ყალიბდება. ნავთობის სფერო, ტრანსპორტი,

ენერგომატარებლები და მშენებლობა ბიზნეს-საქმიანობის ის მიმართულებებია, რომელიც ყველაზე მეტადაა განვითარებული საქართველო-აზებაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამ მჭიდრო თანამშრომლობას თან ახლავს პრობლემებიც, რომლებიც ჯერაც გადაუჭრელია და არის პერსპექტივები, რომელთაც ბათუმში საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმზე განიხილავენ. მინდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობების, მისი პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ გესაუბროთ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 10 წელზე მეტია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოქმედებს. თუ რას ნიშნავს ამგვარი ხელშეკრულების ფარგლებში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტის დავით ნარმანიას კომენტარიდან შეიტყობთ:

[დავით ნარმანიას ხმა] ”საქართველოში წარმოშობილი საქონელი და...”

თქვენს ყურადღებას დავით ნარმანიას მიერ ნახსენები სავაჭრო ბრუნვის ზრდის რამდენიმე მაჩვენებელზე გავამახვილებ.

თუ აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 2004 წელს 156 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2005 წელს ამ რიცხვმა 233 მილიონს გადააჭარბა. ძირითადად, ეს ნავთობპროდუქტები და სხვა ენერგომატარებლებია.

შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება საქართველოდან აზერბაიჯანში განხორციელებული ექსპორტი. ძირითადად, საამშენებლო მასალები, შაქარი და მსუბუქი ავტომობილების ვაჭრობით მიღებული შემოსავალი 2004 წელს 25 მილიონ აშს დოლარს შეადგენდა, 2005 წელს კი - 83 მილიონს.

ასევე მოკრძალებულად გამოიყურება აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები, რომელთა რაოდენობა 2005 წლის მანძილზე 60 მილიონის ფარგლებშია.

ამ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების თანმდევ პრობლემას წარმოადგენს აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს 17 მილიონიანი ვალი. ჯერ კიდევ შარშან ბაქო, ამ ვალის სანაცვლოდ, საქართველოს უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესში უპირატეს ხელშეწყობას მოითხოვდა. აზერბაიჯანის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის ავაზ ალეკბეროვის განცხადებას შეგახსენებთ:

[ავაზ ალეკბეროვის ხმა] ”მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა საქართველოს პორტების პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა. მე ვფიქრობ, მომავალში მათი ფასი ათჯერ უფრო მაღალი იქნება. ამიტომ ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტია მონაწილეობა მივიღოთ პორტების პრივატიზებაში.”

ამ ვალის საკითხი დღესაც გადაუჭრელია და მის გადაწყვეტას ბათუმში გამართულ შეხვედრებზეც შეეცდებიან. ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ვალზე მეტად ხელს კანონმდებლობის მოუქნელობა უშლის:

[დავით ნარმანიას ხმა] ”არის გარკვეული საბაჟო ხარვეზები...”

რაც შეეხება პერსპექტივებს, ის, ძირითადად, ტრანსპორტის სფეროსა და ენერგეტიკასთანაა დაკავშირებული. ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების გარდა, საქართველო დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან იმაზე მეტი მოცულობის ბუნებრივი აირი შეისყიდოს, ვიდრე ეს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტიდან ეკუთვნის. ჯერჯერობით მხარეებს უჭირთ ამ საკითხზე შეთანხმება.

საქართველოს მთავრობაში სჯერათ, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში, ენერგეტიკის გარდა, პერსპექტიულია ტურიზმი და ინვესტიციების განვითარება.
XS
SM
MD
LG