Accessibility links

logo-print

სამხრეთ ლიბანში გაეროს გაფართოებულ მისიას


სამხრეთ ლიბანში გაეროს გაფართოებულ მისიას სამხედრო მოსამსახურეებით დახმარება რამდენიმე ქვეყანამ შესთავაზა.

სამხრეთ ლიბანში გაეროს გაფართოებულ მისიას სამხედრო მოსამსახურეებით დახმარება რამდენიმე ქვეყანამ შესთავაზა.
დიპლომატების თქმით, სამხედრო კონტინგენტის გამოყოფას დაახლოებით რვა ქვეყანა აპირებს - მათ შორის ბანგლადეში, ინდონეზია და მალაიზია. თუმცა გაეროში ისრაელის ელჩი, დენ გილერმანი, ამბობს რომ ისრაელი არ დათანხმდება ლიბანში ისეთი ქვეყნების ჯარის განთავსებას, როგორებიცაა ინდონეზია და მალაიზია, რადგან ამ ქვეყნებს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარკ მალოქმა, განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალის ფორმირების საქმეს ოპტიმისტურად უყურებს: [მალოქის ხმა]: ”ჩვენი ღრმა რწმენით, ისახება ძლიერი ძალა, რომელიც მულტილატერალური ხასიათის იქნება, მაგრამ დასახული ამოცანისთვის თავის გართმევას შეძლებს”. სამშვიდობო ძალის მანდატის საბოლოოდ გარკვევამდე, საფრანგეთი მხოლოდ 200 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს. სამხრეთი ლიბანის ბუფერულ ზონაში ჯარს იტალიაც გზავნის. გაეროს სამშვიდობო ჯარი, რომელშიც დაახლოებით 15 ათასი ჯარისკაცი უნდა იყოს, ქვეყნის სამხრეთში ლიბანის ჯართან ერთად უნდა განთავსდეს.
XS
SM
MD
LG