Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უშიშროების მუშაკების თქმით, მათ


პაკისტანის უშიშროების მუშაკების თქმით, მათ იმის დამადასტურებელი საბუთები აქვთ,

პაკისტანის უშიშროების მუშაკების თქმით, მათ იმის დამადასტურებელი საბუთები აქვთ,
რომ ალ-ყაიდის წევრი, რომელიც ლონდონში ტერორისტულ აქტებს გეგმავდა, აღმოსავლეთ ავღანეთში იმალება. ოფიციალური პირების თქმით, მათ ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ პაკისტანში დაკავებული რაშიდ რაუფისგან მოიპოვეს. რაშიდ რაუფი არშემდგარი ტერაქტის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება. უშიშროების წარმომადგენელთა ცნობით, ალ-ყაიდის წევრი ავღანეთში ნურისტანის და ყუნარის პროვინციებს შორის მოძრაობს. პაკისტანის უშიშროებამ ეს ინფორმაცია უკვე მიაწოდა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას ავღანეთში. თუმცა ავღანეთის მთავრობის მრჩეველი, დაუდ მურადიაანი, ამ ინფორმაციას გადაჭრით უარყოფს. მისი თქმით, ავღაქნეთი ალ-ყაიდისთვის უსაფრთხო თავშესაფარს აღარ წარმოადგენს. 10 აგვისტოს ბრიტანეთმა 24 ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონიდან შეერთებულ შტატებში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავების აფეთქებას გეგმავდნენ.
XS
SM
MD
LG