Accessibility links

logo-print

გაეროს უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში


გაეროს უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში, ანტონიო გუტიერეში,

გაეროს უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში, ანტონიო გუტიერეში,
რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თვითგამოცხადებული აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის მთავრობებთან დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხის დაყენებას გეგმავს. ამის შესახებ გუტიერეშმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, გიორგი ხევიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გუტიერეშის აზრით, იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების შესახებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ამგვარი გადაწყვეტილების არარსებობის შემთვევაში, გაეროს უზენაესი კომისარიატი უფლებამოსილია ჩაერთოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებასა და სამშვიდობო პროცესების ეფექტიანად განხორციელებაში. გუტიერეშმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილთა მიღების გამო.
გაეროს უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში19 აგვისტოს აფხაზეთში, ხოლო 20 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ჩასვლას გეგმავს.
XS
SM
MD
LG