Accessibility links

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ფუად სინიორამ დაადანაშაულა


ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ფუად სინიორამ დაადანაშაულა ისარელი ზავის

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ფუად სინიორამ დაადანაშაულა ისარელი ზავის
დარღვევის გამო და განაცხადა, რომ ამ საკითხს გაეროს წინაშე დააყენებს. განვლილ ღამეს, სპეცოპერაციის ჩატარების დროს ისარელის ძალებსა და “ჰისბოლაჰის” მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. ბრძოლაში ერთი ისარელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისარელის არმიაში აცხადებენ, რომ ცდილობენ გადაკეტონ სირიიდან და ირანიდან მომავალი გზები, საიდანაც “ჰისბოლაჰი” იარაღით მარაგდება. ისრაელის სამხედროებმა ტყვეობაში აიყვანეს პალეტსინის მთავრობის ვიცე-პრემიერი ნასერ ალ შაერი. დაპატიმრებულის მეუღლემ მსოფლიო საზოგადოებას მიმართა თხოვნით, რათა მისი მეუღლის გათავისუფებას მიაღწიოს. გაეროს გენერალურმა მდივნამ კოფი ანანმა სასწრაფოდ მოუწოდა წევრ-ქვეყნებს გამოჰყონ ქვედანაყოფები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. დღეს ლიბანის სამხრეთში 50 ფრანგი მშვიდობისდამცველი განლაგდა.
XS
SM
MD
LG