Accessibility links

ახლო აღმოსავლეთში გაეროს სპეციალურმა წარგზავნილმა


ახლო აღმოსავლეთში გაეროს სპეციალურმა წარგზავნილმა , ტერიე როედ-ლარსენმა, განაცხადა, რომ ისრაელსა და ჰიზბოლაჰს

ახლო აღმოსავლეთში გაეროს სპეციალურმა წარგზავნილმა , ტერიე როედ-ლარსენმა, განაცხადა, რომ ისრაელსა და ჰიზბოლაჰს
შორის ბოლო ერთი კვირის მანძილზე მოქმედი ზავი არამყარია. ზავის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ბეირუთში მყოფმა როედ-ლარსენმა ორივე მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.
გაეროს წარმომადგენელმა ეს განცხადებები აღმოსავლეთ ლიბანში, ”ჰისბოლაჰის” გამაგრების ადგილის თავზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო რეიდიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა. ამ რეიდს გაერო ზავის დარღვევად აფასებს. ისრაელის სადაზვერვო თვითმფრინავები ლიბანის თავზე დღეს მთელი დღის განმავლობაში დაფრინავდა.
XS
SM
MD
LG