Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა


ისრაელის პრემიერ მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა დღეს იტალილ კოლეგას,

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა დღეს იტალილ კოლეგას,
რომანო პროდის დაურეკა და უთხრა, რომ ისრაელს სურს ლიბანის სამხრეთში განთავსებულ გაეროს მშვიდობისდამცველებს იტალია ჩაუდგეს სათავეში. პარალელურად, ლიბანის მთავრობა აცხადებს, რომ ლიბანის მხრიდან ზავის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას მკაცრად აღუდგება წინ. თავდაცვის მინისტრმა, ალიას ალ-მურმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზავის დამრღვევებს ლიბანის არმია არ დაინდობს. მინისტრის თქმით, ლიბანის მხრიდან ნასროლი ნებისმიერი რაკეტა ხელსაყრელი მხოლოდ ისრაელისთვის იქნება, რადგან ეს ლიბანზე თავდასხმის საფუძველს შექმნის. ლიბანის პრემიერ მინისტრმა, ფუად სინიორამ დღეს ბეირუთის სამხრეთში, დაბომბვებით განადგურებული ადგილები მოინახულა და ისრაელის ოპერაციებს ”კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული” უწოდა.
XS
SM
MD
LG