Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დღეს შიიტ მომლოცველებს შეიარაღებულმა


ბაღდადში დღეს შიიტ მომლოცველებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ბაღდადში დღეს შიიტ მომლოცველებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
თავდასხმელთა ერთი ნაწილი სახლების სახურავებზე იყო განთავსებული. სროლას სულ მცირე 20 ადამიანი შეეწირა. დაიჭრა 300 მომლოცველი. თავდასხმა შიიტების ყოველწლიურ, მასობრივ მსვლელობაზე მოხდა, რომელშიც ათი ათასობით მომლოცველი მონაწილეობდა. ისინი ქაზიმიას მავზოლეუმისკენ მიემართებოდნენ, სადაც შიიტების წმინდანი, იმამი მუსა ყაზემი განისვენებს: [მსვლელობის ხმა]
გასულ წელს ამ პროცესიაზე ჭყლეტვა მოხდა, რასაც დაახლოებით ათასი მომლოცველი შეეწირა. პანიკა მორწმუნეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მრავალათასიან ბრბოში გავრცელდა ხმა თვითმკვლელი ფანატიკოსის შესახებ, რომელსაც თავი უნდა აეფეთქებინა.
XS
SM
MD
LG