Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა


ირანმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეწყვეტს.

ირანმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეწყვეტს.
ამით ირანმა მსოფლიოს 6 წამყვანი ქვეყნის პაკეტში გამოთქმული მთავარი წინადადება უარყო. ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებების პაკეტს ოფიციალურად სამშაბათს, 22 აგვისტოს უპასუხებს. ექვსმა ქვეყანამ ირანს წამახალისებელი ინიციატივები შესთავაზა გამდიდრების პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ. გაეროს უშიშროების საბჭოს მიღებული აქვს რეზოლუცია, რომლის თანახმად თუ ირანი პროგრამას 31 აგვისტომდე არ შეწყვეტს, მას შესაძლოა სანქციები დაუწესონ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეირანში მალე გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი ჩავა. ვიზიტის მიზანი, სავარაუდოდ, ატომური პროგრამის საკითხის განხილვა იქნება.
XS
SM
MD
LG