Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში


გაეროს უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში, ანტონიო გუტიერეში, პანკისის ხეობაში ჩავიდა

გაეროს უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში, ანტონიო გუტიერეში, პანკისის ხეობაში ჩავიდა
და სოფელ დუისში მცხოვრები, ჩეჩნეთიდან ლტოლვილები მოინახულა.
დუისში გამართულ პრესკონფერენციაზე გუტიერეშმა
აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილი მოსახლეობის ცხოვრებისთვის მშვიდი გარემოა შექმნილი.
გუტიერეში დუისში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლობის გახსნას დაესწრო.
დუისში იმყოფებოდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, გიორგი ხევიაშვილი. [ხევიაშვილის ხმა]: ”ეს იქნება ოფისი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩაენაცვლება გაეროს ოფისს, და იქნება დახმარებები ამ ოფისის მეშვეობით. აქამდე არსებობდა ოფისი ახმეტაში, რომელიც, ვფიქრობ, მანძილის და დროის გამო დიდწილად ვერ ასრულებდა ამ ფუნქციებს ბოლომდე. ამ სოფელში ოფისის არსებობა უფრო მნიშვნელოვანი და გამართლებული იქნება, იმიტომ რომ ლტოლვილები აქედან უფრო სწრაფად და ხარისხიანად მიიღებენ დახმარებას”. ანტონიო გუტიერეშის თქმით, სეპარატისტული მთავრობების ლიდერებთან, სერგეი ბარაფშთან და ედუარდ კოკოითისთან შეხვედრისას მან დევნილი მოსახლეობის დაბრუნების საკითხები განიხილა. გუტიერეშის განცხადებით, საქართველოს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უზენაესი კომისარიატი დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

XS
SM
MD
LG